ალეფი


ციკლი  ''ალეფი''

                               XI  

აღელვებულა   ზღვა  ჩვენს  შორისად,
ოდეს  დღეები  მსწრაფველ  მოისრა.
გაფითრებულა  დროთა  ქურუმით,
ჩვენს  შორის  ზღვათა  კონტინუუმი.

დადგება  დღეთა  თეთრი  ბმულობა,
უსასრულობის  უსასრულობად
ჩვენ  დავიღლებით  მარად  ერთობით
და  ავტირდებით  უიმედობით.

დანაცრდებიან  ჩვენი  მზეები,
ჩვენი  უწვდომი  სიმაღლეები
და  არც  დარჩება  მოსაგონარი,
ათასწლეულთა  შუქით  მთოვარი.

ბოლოს  სასჯელი  არსად  მყოფობის
და  მეგობართა  უმეგობრობის.
სხვა  არაფერი  მოსავს  ცდუნებად,
ამ  უსასრულო  უბედურებას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი