ნაცნობი შეხვედრა
ციკლი ''ალეფი'' XII დღე სამანებით შემოსაზღვული. აფერმკრთალებდა სიუხვეს ფერთა, ჩვენ შევხვდით მწუხრით და სინანულით, თუმც შეხვედრამდე იყო შეხვედრა. უკვე გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, ჩვენ უკვე მოვკვდით ძლიერ მკრთომარედ, გვატკბობდა წამი მზის სითეთრეთი და ჰორიზონტი უცხოდ მდუმარე. ახლა კი ჩვენი შეხვედრის ჟამი, დაფერილიყო ზეცათ გოდებით და დღის სილურჯის მფენი სამანი კრთოდა ნისლიან ნატურმორტებით. არ იყო გზები ერთურთს შეხებად, არც დრო, ზესწრაფვით გადანამული, იყო შეხვედრის ჩუმი შეხვედრა, როგორც სევდიან დღეთ ჟრიამული. ეწადა სიტყვა მზესთან შენაერთს, სურვილი ყოვლის გამოსწორების ჩვენ ჩავუარეთ გვერდით ერთმანეთს და იყო წამი ერთურთს სწორების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი