განშორება
ციკლი ''ალეფი'' XIII აღარ არსებობს!_ ო’ არსებობა მისი არსების იქცა ამაოდ, მშვენება იგი, აღარ გეთმობა, დღითი დღე უნდა დაასამარო! რაღაც ახალით ცა დამშვენდება, სხვა მოვა ფიქრით უფრო საამო, და ვიცი, ვიცი კვლავ გათენდება გამოღადრული ყელით საღამო. არ ისმის სუნთქვა, ხეთა რტოების, განშორებაა! _ ისევ ინატრებ და ასე მუდამ განმარტოებით, შემოასკდება ხმელეთს სინათლე. შემდეგ იქნება ნისლის ფერდობი, ვით ვარსკვლავების აკაშკაშება და სიბერემდე გადაბერდები შენ, შემოდგომის შემოლანდებავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი