დასაწყისი
ციკლი ''ალეფი'' XIV იყო შეხება ნაზი ტუჩების, ცივ და უგრძნობელ, უხმო ტუჩებთან. როს უეცარი წვიმა მოვიდა ბნელი ქუჩების. შენ გაიქეცი და კვლავ შორიდან უცქერ სანატრელ მზეთა სასახლეს ისევ მიმწუხრში გადაასახლეს ის, მხურვალება ნაცნობ ტუჩების. შემდეგ იყო ზმანების ეშაფოტი მრავალი წამი არ დანანების და მზის შთამომავალი. გამოექცა ვედრებას უსახელო სახება მზიურს გადაედრება მისი გარდასახება. უგალობეთ, სერაფიმთ ფრთებით გასაოცარით გადათეთრდა მიდამო ვით მზიანი სიზმარი. მაგრამ განაოცარი იყო გამოღვიძება შემოდგომის ლოცვანით სწრაფვა არ დაიწყება! იყო უკანასკნელი ხმოვანება მოხმობის, იყო უკანასკნელი მდუმარების ბილიკი სიტყვა განშორებისას მარადიულ თანხმობის. ვით მზიურთა ბაგეთა უსახური ქილიკი! იყო ქუჩის მწუხარე ყვავილებით სისავსე, თითქოს წინასწარულად განსაზღვრული მისნობა და კვლავ თვალუწვდენელი სიკაშკაშით აღსავსე აელვარდა მგზნებარე შენი მარადისობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი