სიშორის ძახილი


ციკლი  ''ალეფი''.                   

                           XV  
           
უსმენდე  უნდა  მტანჯველ  სიშორეს
რომ  მიაშურო  ცივს  და  უშორესს.

იქ  მოგელიან  როგორ  ვნებებით,
შენი  მძვინვარე  მოგონებები. 

არ  იცი  ნუთუ,  რა  ქარებია,
რაც  უბოლოოდ  გაგხარებია. 

ეს  ძახილია  შენი  შორეთის
შენი  მდუმარე  უსიზმროეთი...

დროა,  მივდივართ!  და  კვლავ  არავინ
გაჩნდა  ცრემლების   გადამფარავი.

მოსწყდა  უსახურ  დღეებს  პირბადე,
ამ  სიმწუხრეში  ჩვენც  დავიბადეთ

რომ  მოგვესმინა  მტანჯველ  სიშორის,
რომ  მივაშუროთ  ცივს  და  უშორესს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი