მისდამი


ციკლი  ''ალეფი''                          

                             XVI
                
სად  მშვენიერი  ერთვის  მშვენიერს
იქ  მწუხარებას  მოიგერიებს
მზე  სულმიხდილი.
სად   ყოველივე  მშვენიერია
და  კრთომას  კრთომა  გადაერია
მეფობს  სიკვდილი!

მიაქროლებენ  სასახლეს  შენსას
და  ჟამი  მსწრაფველ  დღეებით  კემსავს
შენს  მოგონებას.
გარდუვალია  თეთრი  სამეფო
რაოდენ  უნდა  გადაამეფო
ქვეყნის  ქროლება.

როს  იმედებიც    განქარდებიან
და  უსახიერ  წამს  გასცდებიან
დრო  გადმოხდება.
რომ  გზამ  იელვოს  ცისფერ  კელაპტრად,
რომ  არაფერი  იქცეს  ყველაფრად
ეს  კვლავ  მოხდება!

და  შენს  ნისლიან   დავიწყებაში
და  შენს  სევდიან  ნეტარებაში
ჩვენ  ვიბადებით.
რომ  მივეახლოთ  შენსას  ორეულს,
რომ  მივესწრაფოთ  წუთებს  შორეულს
გაჩირაღდნებით.

სად  მშვენიერი  ერთვის  მშვენიერს,
სად  მწუხარება  გაგხდის  ბედნიერს
მსუბუქ  ცრემლებით.
სად  მარადიულ  დღეს  დაზამთრების
და  უსასრულო  მიუსაფრობის
დაედევნები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი