ჩვენ მივდიოდით ბნელ სამეფოში.


ციკლი  ''ალეფი''

                                XVII
           
ჩვენ  მივდიოდით   ბნელ  სამეფოში,
როცა  შეჩერდი  ქარით   ვნებული
ვეღარ  ვიცოცხლეთ  ხანგრძლივ  ეპოსში
სადაც  ბინდია  გამეფებული.

არ  ღირს  გახედვა,  შეგთხოვ  ძვირფასო
იქ  კვლავ  სიმწუხრე  დაეხეტება,
იქ  თავი  ბევრჯერ   გადაიფასე
და  გადიქეცი  ცრემლის   სვეტებად.

რამდენი  იყო,  შენი  შეხება
ველურ  ვნებებით  გადაქსოვილი
რამდენი  სისხლის  გადაშხეფება
უიმედობას  გადაჭდობილი.

რისთვის  შეჩერდი,  რისთვის  ძვირფასო
იქ  აღარავინ  დაგრჩა   დობილად
ჩვენ  მივდიოდით  ბნელ  სამეფოში,
სადაც   არასდროს   დავბადებულვართ.

მოგვდევდა  ქარი,  მძაფრი,  უხეში
ო’  ქარიშხალი  შენი  თვალების,
რომ  ჩვენი  სულის  ცივ  ჭიუხებში
აღმოგვეჩინა  მზის  საფლავები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი