შენს მოლოდინშიც


ციკლი  ''ალეფი''

                              XIX
        
შენს  მოლოდინშიც   მოვა  არავინ
ცისფერ  თვალებით,  დრო  მიშრიალებს,
იტყვის:  ‘’ოდესღაც   წამი   შეყოვნდა
და  ამიტომაც   დაიგვიანებს.’’

იქნებ   არასდროს  მოვა   ნათელი,
ვით    უცხო  სახის  მშვენიერება
კვლავ  მწუხარების   კორიანტელი
და    მარტოობის   ბედნიერება.

ლურჯი  სინისლე  შორი  უღლების
ჩვენ  დავიღუპეთ,  ისევ  მკრთომარედ,
რადგან  მონობას   თავისუფლების
თავი   ვერასდროს   ვერ  დავუხარეთ.

იყო  იმედი  გადარჩენისა
ძვირფასო   შენგან   დანავალები
და    უკანასკნელ  აღმაფრენისას
მე   გავიხედე   შენი  თვალებით.

როგორ   გიყვარდი,  მაგრამ  გრძნობების
გაუჩინარდა   წრფელი ხარება
ჰქროდა  უამრავ  თანაგრძნობებით
ჩვენი  მდუმარე   დასამარება.

ო’   არაერთხელ   იყო  წამები,
შენი   კრთომების  ალთა  მდომელი
ნოემბერიულ   დღეთა   გამები
მზის   მოლოდინით  მიუწვდომელი

მზე  კი  გამოჩნდა   ჩვენს   გახსენებად,
მზე  შენი  მზერის   მანათობელი,
ოდეს  დამთავრდა   შენი  მშვენება,
შენი  ღიმილი   დამათრობელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი