დრო


ციკლი  ''ალეფი''.                          

                            XX

დრომ  მწუხარება  მიმოავარდა
ათასფერებით   განაშუქარი,
როგორ  ელტვოდი  ოდეს  გიყვარდა
თუმც   გული  მარად  დარჩა  მწუხარე

როს  ყვავილების  ანაჩრდილები,
ჰფენდნენ  უძირო  დავიწყებაში
შენს  დაბადებას  ცისფერ  თვალებით,
ვით  სიმარადეს  ღმერთთა  წინაშე.

გზად  მკრთომარებად  შემოთენდები,
რომ  მოაქროლო  ისევ  ნუგეში
ვიცი  არასდროს  აღარ  შევხვდებით
უსახურ  დღეთა  სიმსუბუქეში.

გარდასხივდება  მზეთა  ანთებად
ალერსი   ტრფობას  შეუსაბამო
როს  უშენობით  აელვარდება
მიმოვარდული   ჩვენი  სამყარო.

და  მაინც  ჩემი  ხმები  გახსოვდეს!
როგორ  გელოდი  აჩრდილთ  თარეშში
ვეღარ  შევხვდებით,  ო’  ვერასოდეს
თვით  არასდროულ  სიმწუხარეშიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი