სიჩუმის ხმაური


ციკლი  ''ალეფი''                      

                            XXI

ისევ  ხმაურობს   შენი  სიჩუმე
ბავშვობა  ლაღი,   ნაირისარი,
ახლა  სიწმინდე  ჰქრის  სიბინძურედ
როგორც  ცხოვრება_  სხვისი  სიზმარი.  

უსასრულდება   ის   რაც  ყოფილა
რაც   გადიკარგა  წამთა  ღელვაში
შენი  ცხოვრება_  ეს  არც  ყოფილა
მაინც  იმწუხრებს  დავიწყებაში...

რაღაც  სასრულის  დავიწყებაში
დაიფარები  მსუბუქ  ბინდებით,
მაგრამ  ოდესღაც  მოხვალ  სიტყვებად
მაგრამ  ოდესღაც  შენც  დაბრუნდები.

მრავალთა  გზათა   უიმედობას,
უსახურებას   შენაფარდები,
შენც  დაბრუნდები  უსაზღვროებად,
სიცარიელის   ცისფერ  ვარდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი