თეთრი უდაბნოს ქვიშა
იმ ამბავზე , რომელზეც ვაპირებ რომ გიამბოთ , მეტად უცნაურია .არა , შესაძლოა იფიქრით რაებს ჩმახავსო , სად გაგონილა ასეთი რაღაცო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაფერი რეალურია და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ , რომ ნამდვილად არსებობს . ამ ამბის დაწერას საერთოდ არ ვაპირებდი , მაგრამ შინაგანი მოზღვავებული ვნებათაღელვა არ მასვენებს , არ მძალუძს ჩავეპოტინო და საკუთრად გავიხადო ის , გამოვამწყვდიო და სამუდამოდ დავივიწყო . არა , მე ამას ვერ შევძლებ , რადგან დაუოკებელი ძალა მიბიძგებს გადმოგცეთ ეს ყოველივე და იმედი მაქვს, შევძლებ კიდეც, სრულყოფილად გავაცოცხლო ის კადრები , რომლებიც ამ ამბის შემდეგ ღრმად ჩამებეჭდა და რომლებიც შეუძლებელია დავივიწყო . ასე რომ , მე მოგიყვებით ამბავს , მეტად უცნაურსა და ამავე დროს საკმაოდ ნაცნობსაც . 1 შუაღამისას შეშინებულმა , ათრთოლებულმა გავიღძე . წამით ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა ჩემს თავს. ადუღებულს , ოფლში გაწურულს , ერთიანად დამსველებოდა მაისური . ცხდელოდა , ვიწვოდი და ვერ ვსუნთქავდი . შემაწუხებლად მიწუოდა ყურები და ხახაგამშრალი, პირდაფჩენილი ვიყურებოდი . შემდეგ გონს მოვედი , გამოვედი ძილბურანიდან , ნელა წამოვჯექი , ერთხანს გაშეშებული ვაკვირდებოდი გარენათურებს , რომლებიც უმოწყალოდ უჭახუნებდნენ ნამძინარევ თვალებს . ვცადე სიზმარი გამეხსენებინა , მაგრამ ამაოდ , ერთი კადრიც არ ამომიტივტივდა გონებაში , რომ იქნებ , ნაწილობრივ მანც აღმედგინა ნანახი , რომელმაც აღმაშფოთა და შემაძრწოლა , მაგრამ უბედურება ისაა , რომ ვერ ვიხსენებ, რა იყო ეს; იქნებ უბრალოდ ცუდი სიზმარი , მაგრამ , არა, არა , სიზმარი არ იქნებოდა ან იქნებ იყო კიდეც ,რას გაიგებ , ამაზე წუხილით თავს ნამდვილად ვერ დავიტანჯავ , ასე რომ , შევწყვიტე ამაზე ფიქრი , ავდექი , ავიღე ფარაპროჟექტორი და დავიწყე ტანსაცმლის ძებნა . ხო მართლა, ამ ოთახში ელექტოროგაყვანილობა არაა , ეს სახლი კომფორტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის . სწრაფად ჩავიცვი და გავედი დერეფანში , აქ კიდევ რამდენიმე კარია , ხის კარები , თუმცა მათ უკან არავინაა , არავინ ცხოვრობს და ,ალბათ, არც არავინ იცხოვრებს ასეთ პირობებში , რაც შემეხება მე , რას ვიზამ , ვალდებული ვარ დროებით ავიტანო ეს ყოველივე. სამწუხაროდ სინათლე არც დერეფანშია , თუმცა გარედან აქაც შემოდის სინათლე , მთვარიან რამეს ხომ მთლიანად ანათებს დერეფანს , ერთი განახათ, რა საამოა ამის ხილვა , როგორ კიაფობს მთვარე მოწმენდილ ცაზე , როგორ ეთამაშება ფანჯრის რაფას , როგორ ასხივებს მაცოცლებელ ძალას , ეს საამო წუთი , სამწუხაროდ დიდხანს ვერ გრძლედება , რადგან შემდეგ, კვლავ სრული სიბნელეა და მხოლოდ ლამპიონთა შორეული ათინათით ვსაზრდოობ . დერეფანში გამოსულს ,უცბათ, ჟრუანტელმა დამიარა. ავიბურძგლე, ავიჯაგრე და ტუჩების ცახცახით დავუყევი კიბეს , რომელიც ქვემოთ , მისაღებში ჩადიოდა . მისაღებიც მიყუჩებული და ჩაბნელებული იყო . შეიძლება მკითხოთ სადღაა სინათლე. მე კი გეტყვით , რომ სინათლე სახლში არაა . იგი მხოლოდ ფარდულშია . სადაც შეშას ვჩეხ ხოლმე ზამთრობით . თუმცა , მანდაც არ კაშკაშებს ; ერთი მომცრო ნათურაა დაკიდებული ფარდულის შუაში , მაგრამ მთლიან ფარდულს მაინც ვერ ყოფნის მისი კიაფი . მისაღები უზარმაზარია , უკიდეგანოა . მიუხედავათ ამ სიდიდისა აქ ბევრი არაფერია , მხოლოდ ორიოდე სავარძელი , ერთი ყავის მაგიდა და სურათია , რომელიც განსაკუთრებით მიყვარს , რაც თავი მახსოვს ჭირსა თუ დარდში , სიცილსა თუ კისკისში , სულ ჩემთანაა , მისი შეხედვა მიბედნიერებს სიცოცხლეს . მთვარიან ღამეს ,როცა შევხედავ ,ვხედავ მწყემსთა მოცისკროვნე თვალებს . თეთრად შემოსილებს მხოლოდ თვალები უჩანთ , ოკეანესავით უსასრულობა აღიბეჭდება მათში . მწყემსების უკან კი თორმეტიოდე ცხვარია , ყველა სხვადასხა ფერისაა , არც ერთი მათგანი არაა მსგავსი . ხოლო, მათ უკან უკიდეგანო , თეთრი ქვიშით დაფარული უსასრულობაა , დაულეველი ქვიშა კი ლამაზად ციმციმებს. მზის სხივებით გახლისებული , ცქმუტავს , დახტის და ვერ ისვენებს ერთ ადგილას, რადგან ცოცხალია , ის გრძნობს ამას , თითქოს მწყემსებიც გრძნობენ ქვიშის სიცხოველეს და ფაქიზად დაიარებიან განფენილ სივრცეში . ცა კი მოწმენდილი და უღრუბლოა , თითქოს ისიც ბედნიერია , გახალისებული კი მშვიდად , უდრტვინელად დაჰყურებს მოუსვენარ ,თეთრნაბადგადაფარებულ ქვიშას. კიბის ბოლოს საფეხურსაც ჩავამთავრე და გაყრუებულ სიჩუმეს შევუერთდი . არ ვიცდი , რა მექნა , ისევ ვცახცახებდი , აქეთ-იქით დაბნეული ვიყურებოდი. გადავწყვიტე ბაღში გავსულიყავი , სუფთა ჰაერი დამიამებდა სულს , დამამშვიდებდა , ცივი სიო ამითამაშდებოდა გახურებულ სახეზე . ბაღი ულამაზესია , ათასნაირი ფერის ყვავილი შეხამებულა ერთმანეთთან და ყოველჯერზე დაუვიწყარ სამყაროში გადამისვროდა ხოლმე , მაგრამ არა იმდროს . თითქოს ყვავილების მოელვარე , მოკისკისე ფერები წყვდიადს შთაუნთქავს და მხოლოდ შავიღა გაუმეფებია . ხეებიცაა ბაღში: ალუბლის , ბროწეულის და მუხის , თუმცა ნერგებია ჯერ , ჯერ უნდა გაიზარდნონ , ჯერ პატარები არიან . მაგრამ , არის ერთი, ვეებერთელა კაკალი , ცამდე აწვდილი ტოტებით , სქელი მერქანითა და ღონიერი ფესვებით მოსჭიდებია მიწას . ვერც ქარი , ვერც გრიგალი და ვერენაირი ვერ სძრავს ადგილიდან დადამიწის გულამდე ჩაფესვილ ხეს. გადავწყვიტე მივსულიყავი მასთან , ჩამოვმჯდარიყავი, სული მომეთქვა და დამეწყნარებინა აწუებული თავი . ბუნდოვნად გადავდგი ნაბიჯი და ცდილობდი დანამულ მიწაზე ფეხი არ დამცდენოდა . მასთან მივედი და ქვემოდან ავხედე ატოტვილ ,ვეებერთელა კაკალს . ხელები შემოვხვიე მას ,ვიგრძენი მისი გულის ფერთქვა . ხის გულის წადილიც ჩამესმა და ვიგრძენი მის გასაჭირიც . რაღაც აფორიაქებდა , არ ასვენებდა , მეჩურჩულებოდა , რაღაცას მეუბნებოდა გაურკვევლად , თითქმის არაფერი მესმოდა ერთი სიტყვის გარდა : პოჰ !........ . დუდნებდა კაკალი . მისი ცივი მერქანი აღაჟღაჟებულ ყურებს საამოდ ედებოდა . მესმოდა, როგორ ადი-ჩამოდიოდა მაცოცხლებელი , ანკარა წყალი. წყალი ჩუხჩუხებდა , თითქოს კისკისებდა კიდეც, რაღაც უხაროდა მასაც , მაგრამ კაკალმა , ნაღვლიანად ამოიხვნეშა და უიმედოდ დადუმდა . 2 ხეს შეშფოთებულმა მოვგლიჯე ხელები . გაფითრებული შევყურებდი მის ბებერ, გათოშილ მერქანს . უძრავად ვიდექი , გახევებულის ცნობიერი დამებინდა და აზრები , გაუცნობიერებლად დათამაშობდნენ . სიცარიელეში ვუსმენდი მათ ბაასს, ერთმანეთს ემასლაათებოდნენ და მე აინუნშიც არ მაგდებდნენ. თითქოს უცხოთა საუბარს შევეყარე , ყველას საკუთარი ხმის ტემბრი , მანერა და სიცილიც კი სხავდასხვა ჰქონდათ. კაკლის ძირას მომინდა დაჯდომა , მაგრამ არა, იქნებ სახლში შევსულიყავი, ჩავწოლილიყავი ლოგინში და დამევიწყებინა ეს ყველაფერი .- ალბათ მეჩვენება, და ხო,ხო , გადავიღალე , ცხადია , გადავიღალე . უცბათ ცნობიერი დამიბრუნდა . გამოვეცალე ბებერ , მერქანდაკოჟრილ კაკალს, ნამიან ხასხასა მწვანე ბალახზე ფეხშიშველი მივდიოდი . ვგრძნობდი როგორ ეხებოდა ფეხის გულებს საამო ციგრილე , როგორ მამშვიდებდა , ღიმილს მგვრიდა სახეზე. კართან მივედი , მაგრამ არ შევსულვარ , თითქოს კაკალი მეძახის : ,, პოჰ , პოჰ , სადა ხარ ? ‘’ . უკან მივიხედე და გავშეშდი - ღია ცისფერი და მწვანე ნათება ასხივებდა ხის ტოტებიდან , მისი კიაფი თვალებს მიცისკროვნებდა . მამხიარულებდა ულამაზეს ფერთა ჰარმონიული შეთანადებაა . საოცრად გალაღებული კაკალი ჩაბნელებულ არემაეს აცოცხლებდა , ასხვაფერებდა და სიყვარულის ნამცეცს აწვეთებდა სასოწარკვეთილ გულს. თავალზეხელაფარებული მივიწევდი მისკენ , ცოტა ვუფრთხოდი , იქნებ რა იყო , არ ვიცოდი . არ მომკლას, არა, არა, არ მომკლავს , ეს არა , არა მგონია . და შიშით მივუახლოვდი გასხივოსნებულ კაკალს. მასთან მივედი , პირისპირ დავეყუდე და შევატყვე , რომ მწვანესა და ცისფერს ყვითელიც შეჰპარვია . თითქოს მცირედით , მაგრამ მკაფიოდ დავინახე , თუ როგორ შთანთავდა ნელ-ნელა ამ უმშვენიერესებს . უკვე ნახევარი სინათლე ყვითელად იქცა და უფრო და უფრო ფართოვდება . ამან შემაშინა, უკანმოუხედავად გამოვიქეცი სახლისკენ და გზადაგზა დავენარცხე კიდეც ნამიან ბალახზე . თავქუდმოგლეჯილი შევჯლაგუნდი სახლში და რკინის კარი მაგრად , ღონივრად მოვაჯახუნე . ფარდები ჩამოვაფარე და ოთახისკენ წავედი . ამ დროს , უეცრად, საზარელი მონსტრის ბღავილი შემომესმა . ეს ხმა , ვიცოდი საიდანაც იყო . ამ სახლს უზარმაზარი სარდაფიც აქვს . რომელშიც , უცნაური , უსხეულო ცხოველია გამომწყვდეული . იგი ყეფს , ღრიელებს და წყევლა - კრულვას აფრქვევს. ამან უფრო შემზარა . არ ვიცოდი ეს არსება აქ რამ გააჩინა , რაც თავი მახსოვდა სულ აქ იყო , ამ სარდაფში , თუმცა ერთხელაც არ შევხვედრივარ . მისი აღწერაც კი გაგონილი ხმებით ჩამომიყალიბდა , როგორც უგვანი , ზღვა ენერგიის ურჩხული , გამაცამტვერებელი , მაგრამ იგი სადაფშია, აქ ვერ ამოვა და საფრთხეს ვერ მომაყენებს . კარგი , იყოს იქ , მთავარი იყო არაფერი ევნო. ფიქრებიდან გამოვფხიზლდი ვიგრძენი თუ როგორ მოიცვა მთლიანი ხე ყვითელმა ფერმა . სწორედ ამ დროს , კიბისკენ მიმავალმა თვალი მოვკარი ჩემს მწყემსებს . თვალები მათაც ყვითლად უელავდათ და თითქოს შუბლიც შეუჭმუხნავთ , ქვიშაც ყვითლად შეღებილიყო და ჩვეულებრივ , ყვითელი ნაბადი გადაეფარა . ცაც გაყვითლად, უგვანოდ იყო , მზე კი ყავისფრად დამუქდა .ამ სურათს მივაჩერდი და დავინახე , როგორ მოიხსნა შეფუთნილი სახე ერთ - ერთმა მათგანმა . დავინახე , თუ როგორ ამოძრავებდა ბაგეებს , ჩურჩულებდა . მივუახლოვდი სურათს და უკვე გარკვევით მესმოდა მისი ბრძანება . - პოჰ , პოჰ , სადა ხარ ? . და ერთიანად აორთქლდა , თითქოს არც არასდროს უარსებია . გავოგნდი .დანარჩენებმაც მოიხსნეს გაყავისფრებული სახვევები და ერთხმად მითხრეს . - პოჰ , წამოდი , წაგიყვანთ ! მე უკან გავიხედე , ოთახი დაცარიელებულიყო , აღარც კიბე იყო ზემოთ ასასვლელად და აღარც ორიოდე სავარძელი , კარიც გამქრალა , რკინის უზარმაზარი კარი . ყვითელი სინათლეც გამქრალა და სრულ სიბნელეში , ისევ გარედან, ოდნავ მოკიაფობდა ლამპიონთა სინათლე . ისევ მოვიწადინე მწყემსების ნახვა , მაგრამ ისინი იქ აღარ დამხვდნენ . მხოლოდ ქვიშა , თეთრი ქვიშა და სივრცეა უსასრულობა იყო . ხელს მოვკიდე ამ სურათს და ვიგრძენი ქვიშის სიმხურვალე . მისი ვარდის სურნელი და სიფაფუკე . და უცბად მოვშორდი , უკან დავიხიე , არ ვიცოდი , იქნებ არც ღირდა , მაგრამ მესმოდა როგორ მეძახდნენ - ,,პოჰ, პოჰ, სადა ხარ ? , წამოდი ჩვენთან . მუცელი მეწვოდა ნერვიულობისგან , ნელ- ნელა მივუახლოვდი ისევ , ხელი გავიწვდინე და სურათმა თვალისდახამხამებაში მშთანთქა . წამიერი სიბნელე და შემდეგ ჩემს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ფერები . ეს ფერები ბრუნავდა და ტრიალებდა ჩემს გარშემო . თითქოს მილიარდფეროვან ქარბორბალაში ვყოფილიყავი გამომწყვდეული , მაგრამ გაქცევა არ მინდოდა , მსურდა აქ ვყოფილიყავი , ამ სიწყნარეში ამ სილაღეში . თვალები დავხუჭე და ვიგრძენი მიწა ხელისგულებზე , ბალახის წვერები , თვალი გავახილე და გაკაშკაშებულ , ნათელ ცას შევხედე . ხის ძირში ვიწექი , ზუგზე , მოდუნებული . შევხედე და ვიცანი , ეს ჩემი კაკალი იყო , როგორი საამო ჩრდილი ჰქონდა , სუფთა ჰაერზე გატრუნული ვიწექი და არ მინდოდა ადგომა. უცბათ გამახსენდა მომხდარი , იქნებ სიზმარი იყო ან იქნებ არც.. . სიჩუმეში ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა , თეთრ , მოწმენდილ ცაზე ღრუბელიც არ ჭაჭანებდა. ვიგრძენი როგორ შემომხვია ხემ ფესვები , როგორ დამაკრო მიწას , არ სურდა გაშვება ,სურდა მასთან ვყოფილიყავი. ღონიერი ფესვებით ჩამიხუტა და მითხრა - ,, პოჰ , პოჰ , შენ აქ ხარ , ჩემთან ხარ , არ გაგიშვებ , ამჯერად აღარ ‘’ . თვალები დავხუჭე განაბულმა და უცბათ, მხურვალე ქვიშა ვიგრძენი ხელებში , შეშინებულმა გავახილე თვალები , მწყემსები დამყურებენ თავზე. ზუსტად ისეთნი იყვნენ , როგორიც სურათში , მანამდე .. ერთ-ერთმა ხელი გამომიწოდა და წამომაყენა , ტანსაცმელი დამიბერტყა , მხარზე ხელი დამადო და მითხრა - ,, კეთილი იყოს შენი დაბრუნება პოჰ თეთრი ქვიშის უდაბნოში’’ და გულში ჩამიკრა , შემომეხვია და ბედნიერმა მითხრა : ,, აქამდე სად იყავ პოჰ, აქამდე სად დაიარებოდი ?! ‘’ . შემდეგ წინ წაგვიძღვა , ნელა მივდიოდით , მთლ დღეს ვიარეთ , მზე არათუ ცხელი , არამედ საამოთაც კი მიკაშკაშებდა სახეზე . საღამოს , როდესაც მზე ესვენებოდა მივადექით სასურველ ადგილს . ეს იყო ტაძარი ,მეტად უცნაური ფორმისა . იგი გლუვი იყო და ფორმას იცვლიდა წამდაუწუმ . არნახული ფერი ჰქონდა , მაგრამ უფრო მომწვანო-მოლურჯო დაჰკრავდა . .წინამძღოლი იქვე შეჩერდა . მიხმო თავისთან და მითხრა - ,, მოვედით პოჰ , ახლა შენ იცი .’’ და ჩამიკრა კვლავ გულში , ერთხანს ასე ვიყავი , მეც ვეხუტებოდი . შემდეგ, შევხედე მის გაცისკროვნებულ თვალებს და ღიმილი ამითამაშდა სახეზე . მან დაიძახა : ,, და აი ახლა , ძმაო , დროა გავიყაროთ , ჩვენ მწყემსები ვართ და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი . შენ კი პოჰ , არ დაივიწყო , არ დაივიწყო მწყემსები . კიდევ ერთხელ გადამეხვია და შემდეგ თქვა : ,, აბა , ძმებო , გავსწიოთ ‘’. მიტრიალდა და ტაატით დამშორდა , მწყემსებიც გაჰყვნენ და სულ ცოტა ხანში ჰორიზონტს გასცდნენ . მე კი შევტრიალდი და და ავხდედე ტაძარს , უზარმაზარს , და გლუვკედლიანს . შიგნით შევედი და რა დავინახე ! ტაძრის შუაგულში , მხოლოდ ერთი , ვეებერთელა თეთრი ქვა მიწაზე იდო. . მან დამიძახა და მეც წავედი მისკენ . ვგრძნობდი ბედნიერების წამს , რომელიც გულში მეღვრებოდა . და აი მივედი ქვასთან . ხელში ავიღე ფაფუკი , ფართო ნათება და ჩავიკარი გულში , თვალები დავხუჭე . მსურდა შემეგრძნო მთლი ძალით. ამ დროს კი ვიგრძენი თუ როგრო შევიდა გულში , როგორო გამიგრილა გულ- მუცელი და როგორო აიტანა სიგრილე თავში . თვალი გავახილე და კმაყოფილმა ამოვისუნთქე . ტაძრის ბოლოში კარი იყო , მისკენ წავედი მისი მწვანე ფერი მაბედნიერებდა . სახელურს ჩავავლე ხელი , გადავატრიალე მარცხნიც და შევაღე კარი . დავინახე ჩემი მისაღები ოთახი , ისევ ისეთი როგოროც უწინარე: ორი სავარძლით ,კიბითა და სურათით . შიგნით შევედი , სავარძელზე ჩამოვჯექი და ბედნიერმა მწყემსებს შევხედე .ისინი ისევ იმ ადგილას , ისევ ისე იდგნენ . და შორს, ბედნიერი სახეებით, გაცისკროვნებული თვალებით , გახარებულნი ცას გაჰყურებდნენ. არ ვიცი , რამდენად დაიჯერეთ მონათხრობი , მაგრამ ეს , ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა მიამბო , ისე გაცოცხლებულად , რომ აფორიაქებუმა ვეღარ მოვითმინე და ჩემი ვნებათაღელვაც გაგიზიარეთ . ვინ იცის , იქნებ ერთ დღეს , უდაბნოს თეთრ ქვიშაზე გაიღვიძოთ და მწყემსის გამოწვდენილ ხელს მადლიერად ჩაებღაუჭოთ .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
გამარჯობა ირაკლი. ამ ტექსტის ფრანგულად თარგმნა მსურს. გთხოვთ დამიკავშირდეთ etevasheli@gmail.com - წინასწარ გიხდით მადლობას. E.G