ცისარტყელა


დილიდან მოღრუბლული საშინელი დღე იდგა .  ქარი საზარლად წუოდა ,  ჭექა-ქუხილი აპობდა ღრუბლებს და წუხანდელი ცვარი ლამაზად ლიპლიპებდა ველზე . საცაა წამოუშენდა  წვიმა ღრიალით და წალეკავდა სოფლეს. მოტიტვლებულ მდეოლოზე  დიდი, უზარმაზარი , განმარტოებული ვაშლის ხე  იდგა ,  გამხმარი და დაჩიავებული , მატლები დასეოდნენ მის მერქავს და კოდალა უმოწყალოდ უკაკუნებდა . ხესთან , მოცვარულ ბალახზე გულხელდაკრეფილი , წამოწოლილი ახალგაზრდა ყმაწვილი,  უდრტვინელად ფშვინავდა;  მეხი  გავარდა და დაეცა იქვე წამოშლილ ვეება ჭალას . ბიჭმა შეშფოთბულმა გაიღვიძა , გაკვირვებული ერთხანს იჯდა უძრავად , პირდაფჩენილი ,  შემდეგ თვალები მოიფშვნიტა და ვარდისფერი ნაბადი გადაიძრო. წამოჯდა და მიიხედ-მოიხედა.ჰაერი დამძიმებულიყო და  საამო დენთის სუნი ტრიალებდა , ბიჭმა  ცეცხლი შენიშნა  და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა  ჭალისკენ .იქ მისული უცბათ შედრკა, გაოგნებული დიდხანს აკვირდებოდა , როგორ მოსდებოდა იისფერი ცეცხლი მიტოვებულ ქოხს , იწვოდა და იისფერი ფერფლი ეფინებოდ არემარეს. ბიჭი ყვიროდა , საშველად უხმობდა სულიერს  , მაგრამ მისი გამგონი არავინ იყო ტიალ ველზე.  გადაწყვიტა მიწა მიეყარა , იქნებ როგორმე ჩაექრო არნახული ცეცხლი . გაშმაგებული აყრიდა ალისფერ მიწას , და საბოლოოდ ამოისუნთქა , როდასაც მოვარდა წყალი .  წვიმა მოდიოდა. 
   წვიმა ოოჰჰ, საოცარი , ვარდის სურნელი დატრიალდა ჰაერში და თან სიღრმეებში ჩაგუბდა მოცისფრო, ბლანტი სითხე .  ჟრუანტელს დასდიოდა და გაბუჟებულიყო ყმაწვილი . საბოლოოდ მიწისა და წვიმის წყალობით  იისფერი ცეცხლი ჩაქრა . ცოტახანი კიდევ იწვიმა და შემდეგ მინელდა , გადაიღო .  საბოლოოდ სულ მოიწმინა  ღრუბლიანი გარემო , ცაზე კი ცისარტყელა გადაიჭიმა , უცნაური იყო ცისარტყელა ,  ექვსი ფერი გამქრალიყო და მხოლოდ ერთი , ყვითელიღა შერჩენოდა  ,  კიაფობდა ცაზე ყვითელი ცისარტყელა  , ბიჭმა კი გაკვირვა, მაგრამ აბა ბუნებას რას გაუგებდა , ხან როგორი ფერი  ექნება , - ხანც როგორი .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი