გადარჩენილი სიყვარული
გადარჩენილი სიყვარული გრძნობას ჩავაცვით ბილიკებს შორის დავიტოვეთ ნაბიჯი ორი... შეღამებისას,დაისისას... მზე რომ ჩავა ცის, ნამსაც დაათრობს ანგელოზის მკრთალი ამბორი ჩვენ,ჩვენი თავი ერთმანეთის სიტყვებში ვნახეთ და იმის მერე,აღარ ვიცით წერტილის არსი, წინ გველოდება დაბრკოლების ნაგები მახე და უამრავი ეკალია ვარდებში ბასრი! იმატა წვიმამ, იმატა დარდმა და შემდეგ თოვამ ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა რომ სიკვდილამდე ერთმანეთის დავრჩეთ ერთგულნი. ვუყურებ წვიმას, ჩემი სახლის მტირალა სახეს წავაწყდი ივლისს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს ვათვალიერე ხალისები, აურა შერწყმა და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო მაქვს ნაგოდები ოცნებებით მოკლული აზრი და მე არ ვიცი მარტოობა ან კიდევ მარში უსმინეთ ვარდებს,წითელ ღაღადს,ქალწულთა უარს და თქვენ მოირგებთ ქალბატონო ალბათ იმ მანდილს სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სულიც მუზადი ტანი აქვს თლილი და უზადო,ქარმა გარიყოს ჩურჩულობანას თამაშებში გაივლის მარტიც და ალბათ მერე მოიხედავ ტკბილო აპრილო უფრო მარტივად სიტყვა ჩემი არის ფოიე შენს მაჯისცემას აღარ ვუსმენ დროა საპყარი და მხოლოდ ხელის ჩაკიდება არის საშველი ალეგორია გადარჩენის ალოგიკური და ჩემი გრძნობა ფიქრებს გასცდა ვერ მოვიკალი რავქნა არვიცი მენატრება თუნდაც ფლიდიდა ჩნდება უეცრად,სფინქსი დარბის მშვიდად ენიგმა უცხო დაისის უკვდავების მარადისობა გადარჩენილი სიყვარული გრძნობას ჩავაცვით ბილიკებს შორის დავიტოვეთ ნაბიჯი ორი... შეღამებისას,დაისისას... მზე რომ ჩავა ცის, ერთხელ დაგათრობ ანგელოზის მკრთალი ამბორით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი