ეჰ გალაკტიონ


მზის ელვარებას,აეფარა უცებ წყვდიადი
ჩამოხსნა ფარდა,სამუდამოდ სიკვდილად იქცა
ისმოდა ხმები უგალავნო ქვიშის მორევში
წყურვილი შეწყდა წუთისოფლად ჭუჭყად გარდიქმნა

ციურ ალერსზე ოცნებობდა პოეტთა მეფე
შექმნა კრებული მოკვდავთაგან აიღო გეზი
აფეთქდა გემი,დალანდი და პერგამენტები
შემოგვინახა მესაფლავე,ან კიდევ მერი

სიჩუმე მოსწყდა,მივადექი მთაწმინდას ისევ
მივალ და ვხედავ გალაქტიონს დარბაისლურად
ეჰ გალაქტიონ განისვენე ცათასა შინა
ეჰ გალაქტიონ,ეჰ გალაქტიონ,ეჰ გალაქტიონ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი