ქალი


შენ შეგრჩენია სიდიადე ქართველთა ქალთა,
კალმის მელანით საოცნებოთ ფურცლებს აჭრილხარ
და სილამაზე დაწრეტილი უამრავ ქალთა
ოქროს ზოდებით ამოტვიფრულ ანგელოზს ჰგავხარ.
სულს გაწმენდილი ჰაერი დაჰკრავს შენს ამოსუნთქვას,
სანთლების რიგში შემოგიკრია ყელზე საბამი
მშვენიერებას დახავსება არ უწერია
და ნოესავით უკვდავებას შეაბერდები.
შენ მოფარფატე მზის ელვარე სხივები გმოსავს,
დაბადებიდან გაღმერთებენ თვითონ ღმერთები.
შენ რუსთველიდან მოგიტაცა მაშინ იმან კი
სამარადჟამოდ ჩემს ბნელ გულში მიტომ ენთები.
ჩემი კალმები ყველა დროის მუზად გაქცევენ,
მითის ყულაბებს აავსებენ ელიზიუმად
ურჩ ხელოვნები ბუნებასთან ჭიდილს გასწევენ,
ისედაც სავსეს აგავსებენ სასმისთასებით.
დაიცლებიან გუაშები საღებავებით,
ბოლოს და ბოლოს აივსება სიტყვის კონებით
და საბოლოოდ გადმოგცემენ მანდილს მუზარადს
და ჩემი გულით სამუდამოდ დაგემონებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი