მწვერვალი
ცაზე მშვიდად მიცურავს მთვარე, მე აღარ მახსოვს არც გზა, არც მხარე, მითხარი შენ, მაღალი მწვერვალის ქათქათა შუქი და შუაღამის ფარდები, მუქი, გაფანტა დღემ. მალულად გავხედავ გატეხილ სარკეს, ვიღაცის ცივ ღიმილს ჩრდილები არხევს, მე ვიცნობ მას. სიზმრის ნაფლეთებს სტროფებად ვაქცევ, ის გიერთგულებს, არასდროს გაგცემს, არ დაძრავს ხმას. ხმელი ფოთლებით დაფენილ გზაზე ქარი იგავს მიყვება სხვაზე, მივქრივარ წინ, სულის და ლექსის დიაპაზონი ემთხვევა გზა, რომ არ გაქვს საზომი, ვბრუნდები შინ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი