"ავი სული"
სარკმელს არხევს სიო ქარი, გუგუნებენ ირგვლივ ხალხი, წვიმა ქედებს ემალება ვითარც სხივი დილის ნამის, ფიქრებივით დაქრის ქარი, როგორც ლანდი კართან მდგარი, ჭრისუფლის სევდით მკვდარი, ორ ღობიდან გადამხტარი. ქედებს მიღმა იმალება, დემონების ავსულები, ერთმანეთს ებაასებიან ქარის დევნით დაღინთულნი. დილის სხივი ქედებს აკრავს, იმონება ღამის გურჯი, დანამული მინდვრებით და მზის სხივებით შეხიზნული. ნელი ქარი, თბილი მკრთალი, დაქრის ნელა, როგორც ლარი, ღამის ფიქრი ეპარება აივანთან რომ ზის ქალი. ცხელი ჩაი და ფიქრები, მთვარის ცქერით არ იღლები, ზიხარ თითქოს ეფერები მისი კოცნით ვეღარ ძღები. დრო გადის და ვეღარ ხვდები, დაგათენდა ღამე თეთრად, დილის სხივებს ეგებები, და ფიქრს ანახლებ კვლავინდელად. ასე გარბის დღეები და ვეღარ ამჩნევ ვეღარ ხედავ, საფიქრალი გემატება, და ცხოვრება გეზარება. სიმარტოვე კვლავინდელად, სიმარტოვე არის ჩვენში, პოეტების სენი არის ეს ფიქრები კვლავინდელი. ი. გოგოხია💜
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი