"მთვარეს ვუამბე შენზე"


მთვარეს ვუამბობ შენზე, 
გავანდობ ყველა ზრახვას, 
გავუმხელ შენზე ფიქრებს, 
გავუმხელ ყველა ზრახვას. 

ქარს თუ გაატან ლაფას, 
სარკმელს გავაღებ ღამე, 
შენზე ფიქრებით სავსე, 
მეალერსება მთვარე, 

ქარი მომიტანს ლაფას, 
ფანჯრის რაფაზე დადებს, 
შენი სურნელით სავსე
გულზე დავიდებ ღამე. 

მთვარე, მაცდუნი მზერით, 
მიმზერს და მათრობს ლაფა, 
ფიქრნი მერთვიან შენზე, 
როგორც მუზები კალამს. 

ასე ამგვარად უცებ, 
გავჩნდები შენთან წამად, 
ჩაგეხუტები ძლიერ
გაკოცებ ბევრს და წავალ. 

ბევრსაც ვუამბობ მთვარეს, 
დავჯდები ფიქრთა ლანდად, 
ვუამბობ ყველა ამბავს, 
რაც თავს დაგვსხმია ვარად, 

ან თუნდ მოგიქარგ სახეს, 
შენსას მოღიმარს ნაზად, 
მწვანე თვალებს და ტუჩებს, 
რომ დამატყვევეს ასად. 

შენი ხელების სითფო, 
შენი სურნელი თმისა, 
როგორ მამშვიდებს შენში, 
ეს სიყვარულის რისხვა. 

მთვარეს ვუამბე შენზე, 
გავანდე ყველა ზრახვა, 
ვუმხილე შენზე ფიქრი, 
ვუამბე ყველა განცდა. 

ი. გოგოხია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი