"თვითმკვლელობის შიში"
ვეღარ გავუძლებ ამდენს, ვეღარ გავუძლებ დარდს, გული უშენობით დაღლილს, ვეღარ პოულობს თავს. მტკივა, ტკივილით სიმწრით, რაც შენ მიქენი კვლავ, ვეღარ ვუძლებ და ფიქრებს, შენს თავს მახსენებს მთვრალს. მე გავექეცი დარდს, შენ ნუღარ იზამ მას, მე ნაპირივით სუსტი, შენი ტალღები მკლავს. არც პოეზია შემრჩა, არც პოეტი მქვია კვლავ, მე ამ ცხოვრებით დაღლილს ბრძოლას ვანებებ თავს. ცხოვრება არის რთული, ბევრჯერ მტკენია გული, ხალხი ბოღმებით სავსე, ნდობას გიცხადებს სულით, რამდენჯერ ვენდე მათ, გულის ფიცარი ვუღი, მხოლოდ მატკინეს გული, და მიმატოვეს უთქმი, ბრძოლა დავაპირე და მუდამ დავმარცხდი სუსტი, მიზანი მქონდა და ვერ მივაღწიე გულით. არავის გავდი უწინ, რომ გაგიცანი უთქმი, ბედნიერებით სავსე, სულს მითბობდი გულით, მერე იცვალე ფერი, და ამირიე გზები, გულს მიწვავდა შენში ცვალებადობის დღენი. ვიცი დამტოვებ მარტო, გზას გაიკვალავ შენში, მე კი დარდები მათოვს, და სიმარტოვეს ვებრძვი. ტანზე რომ ვიცმევ სამოსს, შენი სურნელი მათრობს, სადღაც მივყავარ შორს და შენი ალერსი მატკბობს. ალბათ ერთ დღეს გული, ვეღარ გაუძლებს ამბორს, თვითმკვლელობის შიში, ქარს გაუყვება საძმოდ. გაგიჟებული ფიქრით, ეშმაკს მივყიდი სულს. გული ვეღარ გრძნობს ტკივილს და თავს მოვიკლავ სუსტს. ბოდიში დედი რადგან, ტკივილი გერგო ჩემით ნუღარ იტანჯავ თავს, ბედია ჩემი მკვლელი. მეგობრებიც მყავს ბევრი, ბევრი რამ მაკავშირებს მათთან, ბევრი ვიარეთ გზები, ჭირიც მინახავს მათთან, ნუღარ გამკიცხავთ ძმებო, ძმა ხომ ძმააარის მარად, მე ამ ცხოვრებით დაღლილს, ბრძოლას ვანებებ თავს. რთულია გაუძლო იმას, ტკივილს გულში რომ ებრძვი მე შენთან ყოფნა მინდოდა მხოლოდ, მაგრამ უსიყვარულოდ როგორ! განაგრძლობ ცხოვრებას ალბათ, სხვას შეიყვარებს გული, მასთან ყოფნისას ნეტავ, გაგახსენდები წუთით. ცრემლი მოგადგება თვალზე, შენ კი შეიკავებ სუნთქვას, ფიქრი აგერევა უცებ, დრო ვერ იკავებს დარდს. მაგრამ ძვირფასო ლედი, გვიან იქნება ძან, მე ზევიდან ვეტრფი, შენ სიყვარულის ალს. ი.გოგოხია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი