დუმილის პოეზია


ოღონდ გაბედე,
ოღონდ გამოჩნდი,
დროც დაილევა
ჩვენი გამოცდის.
ათას წვრილმანს
და ათას სახსოვარს,
ყველას გადავშლი,
ოღონდ გამოცდი,
მაგ ზღვარს
დუმილის !

იყო ფიქრი
და იყო სურვილიც.
მე აგიარე ყოველთვის გვერდი,
მე ვთვალთმაქცობდი , რომ ვერ გხედავდი,
არ მქონდა ძალა შენთან შეხვედრის
და გაგირბოდი თავის შველამდე.
მე გაგირბოდი, შენ კი ვით ღმერთი,
ყველგან მხედავდი,
ყველგან მხვდებოდი.
თითქოს ქუჩები, განზრახ ურჩები
აახლოებდნენ ჩვენს სავალ ბილიკს,
მერე შიშისგან თავჩაქინდრული ვითვლიდით წამებს
და კვლავ დუმილი...

ჩემი ქალაქის ყოველ კუთხეში,
ამ უიმედო შეხვედრის მოწმე
ჩვენი ჩრდილები ატყვია ქუჩებს.
გზა კი გვპატიობს,
გზას გული უცემს:
ოღონდ გაბედეთ,
ოღონდ გამოჩნდით,
დროც დაილევა
თქვენი გამოცდის,
ათას წვრილმანს
და ათას სახსოვარს
ყველას გადავშლი,
ოღონდ გამოცდით
მაგ ზღვარს
დუმილის !

2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი