შერიგება


როცა სულში პოეზია ბრუნდება
გრძნობ, იწყება შერიგება ღმერთთან.
ცრემლით  განბან მაშინ უბიწოებას ,
ხმელი ტოტი ამოაჩენს კვირტებს.
როცა გულში ლექსი გაინაპირებს
კვლავ მიაგნებ მიტოვებულ მოტივს
ზამთრის სუსხით გაქვავებულ დროებას,
გულს _ქვას,
სულს _ვაჟს (ნაინელი ქვრივის)
აღარ აზრობს უტყვი უსასოება.
აღარ უფრთხი ავსაწინდარ დარებს...
როცა სულში პოეზია იდარებს,
ძველ საფიქრალს, უწინდებულ დარდებს,
სიყვარული, ლოცვა და სასოება
შერიგებას დაუსაწინდარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი