ცელქი ლეკვი
ჩვენ რომ ლეკვი გვაჩუქეს გულთეთრი და მსუქანა, სულყველაფერს აფუჭებს, არ აშინებს მუქარა. გუშინ დედას სარეცხი "ჩამოუხსნა" თოკიდან, თავის სახლში დამალა, რასაც კბილი მოკიდა. მერე ფეხსაცმელებიც დაუღეჭა მამიკოს, ყეფითა და სირბილით ეზო-კარი აიკლო. გავუბრაზდით და მაინც აპარტყუნა ყურები, უყვარს კუდის ქიცინი თან ფანჯრიდან ყურება. რა ქნას თუკი ცელქია, სახლში ყველას აჯავრებს, მაინც გვიყვარს ძალიან, ამიტომაც არ ჯავრობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი