ჟირაფი და სპლიყვი


ზოოპარკში დაძმობილდნენ
ჟირაფი და სპლიყვი,
ტყუილია, არ მჯერაო,
ეჭვით ამბობს ციყვი.

ერთი არის მაღალი და
კისერი აქვს გრძელი,
მეორე კი დაბალია,
თანაც უფრო სქელი...

ერთხელაც, ის გრძელკისერა
დააბიჯებს ყურზე
და ჩემს ნათქვამს გაიხსენებთ,
დავიფიცებ კუდზე.

ხტის და ყვება ათას ამბავს,
არჩერდება ციყვი,
ზოოპარკში სეირნობენ
ჟირაფი და სპლიყვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი