ნიცას ფისო


ჩემთან მოდი ცელქო ფისო,
მოვიცალე ძლივსო,
ციცქნა ნიცა ეძებს ფისოს,
ფისო არ მიდისო.
აი უკვე გაგიმზადე
აბაზანაც მზისო,
მოდი, თორემ გაგიბრაზდი,
ვის ვეძახი ვისო?
მზეზე მშვიდად კოტრიალობს
ფისუნია ძირსო,
რა ქნას თუკი მარტოს უნდა
თამაში და ხტისო.
სულ არ უყვარს ჭუპა-ჭუპა,
ეშინია წყლისო,
ამიტომაც იმალება,
დაძალება სწყინსო.
ვერსად ნახა, ბრაზობს ნიცა,
სად ხარ ცუდო ფისო?
არ გამოვა, დაუძახონ
თუნდაც უსინდისო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი