დათვის ბელი


გაიგონეთ? თურმე ტყეში,
ატყდა დიდი ჩოჩქოლი,
დაკარგულა დათვის ბელი,
ჰყვება ვირის ჩოჩორი.

ზოგი, ამ მთას იქით ეძებს,
ზოგიც, გორის გადაღმა,
ვიჩქაროთო მისი პოვნა,
სანამ სულმთლად დაღამდა.

ცხვირცმაცუნა თაგუნიას,
სასაცილოდ არ ჰყოფნის,
ეუბნება: ,,დათუნია,
სად არ ვარო ნამყოფი.

შენი ბელი, აქვე სკებთან,
ილოკავდა ტკბილ თათებს,
ალბათ დედა ფუტკარისა
ფიჭა თაფლი კვლავ ჰმართებს...

მეტისმეტი ჭამისაგან
ჩაფუმფულდა მსუნაგი,
თამაშში და კოტრიალში
დაივიწყა ბუნაგი.

ასე ცელქობს რახანია,
განა რამეს იდარდებს?
დაიღლება ბურდღუნა და
მოგორდება დილამდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი