სტაფილო და ბაჭია (მოსწრებული პასუხი)


შენ რომ ამბობ სტაფილო
სასარგებლო არისო,
გაიზრდები დიდი და
დაეწევი მარისო...
თითქმის მთელი ბოსტანი,
გადაჭამა ნაბიამ,
ხვეწნა სულ არ სჭირდება,
უყვარს ჩემზე ძალიან.
კომბოსტო და სტაფილო,
თუ ასეთი კარგია,
რატომ არ გაიზარდა,
ჩემ სიმაღლე ბაჭია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი