ჯიუტი თოჯინა


მოგიმზადე ფაფა,
რატომ არ ჭამ ფოფო?
ისე დიდხანს ვხარშე,
შენ კი ამბობ „ოფ–ო“.

მაწყენინო გინდა?
ჰა, გამიღე პირი,
ისევ ჯიუტობ და
არმინდაო ტირი.

სულ არა გაქვს ხათრი,
დედისა და მამის,
ისე მაბრაზებ რომ,
გაგებუტო ლამის.

ჩუ, ჩუ, ჰო, ჰო, კაი
თუ არ გინდა ნუ ჭამ,
აჰა კანფეტები,
მხოლოდ ერთი მუჭა...

და თოჯინას უხსნის,
პაწაწინა ნიცა,
ხვალ თუ დამიჯერებ,
მეტსაც მოგცემ ვფიცავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი