ბეკეკო და წვიმა
წვიმა მოდის, კაპი–კუპი, ხტიან კართან, ბაკი–ბუკი, ბეკეკინა პაკი-პუკით, დაჭყაპუნობს და თან უკვირს, როგორ უცებ შეიღება მისი თეთრი ფეხუცები, გაიფიქრა, ჭუჭყიანი ვიღას გავეკეკლუცები? გაჯავრდება ალბათ დედაც, თუ კაბასაც დავასველებ, მაგრამ რავქნა ცელქი წვიმა, ერთი წუთით არ მასვენებს. ბევრი აღარ უფიქრია, მოირბინა მთელი ბაღი მხიარული კუნტრუშით და მერე მიეძინა დაღლილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი