ქუდის ქურდი


დაეკარგა მამას ქუდი,
ჭყიპინებენ ტყუპები,
დავიჭიროთ ქუდის ქურდი,
ავუწიოთ ყურები.

-შემოპარვა იმ სულელმა,
სახლში როგორ გაბედა?

-ალბათ ისიც თქვენნაირი
ანცია და თავნება.

-ჩვენ ვიპოვით დამნაშავეს,
არ იდარდო მამიკო.

-მურიკელა სადღა არის?
წეღან ყეფით აგვიკლო.

ბოლოს ფარდის უკან ნახეს,
ქუდზე თვლემდა მურია,
-აბა როგორ გავუბრაზდეთ?
ისიც შინაურია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით თინიკაშვილისტუდენტი2 წლის წინ

ძალიან თბილი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი