აშექალი


დაქვრივებულაო ამღას აშექალი,
ცალად შარჩენია სოფელს.
ცოდვა იქნებაო მარტო მთაში ქალი
ნისლისა და ღამის სწორფერ.
შავში დამალავსო ცეცხლისფერ ნაწნავებს,
მზისა, შეიშნობსო შავსაც.
ბარე გადაილის ზვავად ბევრი წელი,
მინამ გაუხუნებს თავშალს.
ამაყი არისო ხევსურის დიაცი,
ამაყად დაუხვდა სიკვდილს:
უმძრახ უმასპინძლა, უმძრახად იცდიდა,
მემრე გადაცილა ბილიკს...
ქალ მაინც ჰყოლოდა, ბედშავს იცოდებენ,
გულს გადუყრიდაო სევდას.
არცა ვაჟი ჰყავსო, ღმერთს ვერ მოუცლია,
გამოღმას ჭორები სერავს.
აფსუს, აქეთობას რარიგად ჰყვარობდნენ,
ბეკიას დანიშნულ ქალწულს,
როგორც საჩეჩელზე - მატყლს, ისე აჩეჩენ
ხევებში ჩაწოლილ წარსულს.
დაქვრივებულაო ამღას აშექალი,
ქარი ხმებს ბექობებს მოჰფენს.
თითქოს გუშინ იყო დაწინდული ქალი,
მალვით რომ გასტაცეს სწორფერს...

ბეკიამ იკითხოს...
ქალშავამ იკითხოს...
ეჰ, რა ენაღვლება სოფელს?


2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი