სოფლიდან ჩამოყოლილი განწყობა
კეთილი გზაო, მომაძახა ზურგთან სოფელმა, ჩემი სახლის წინ დავუყევი ბილიკს თავდაღმა, წელსაც დამასწრეს ფრინველებმა ადრე მოფრენა და უფრო გვიან წავლენ ჩემზე, სანამ დაღამდა, რატომღაც ვჩქარობ, ვტოვებ მამულს და ჩემს საუფლოს, (გზად რამდენჯერმე შევჩერდი და ვიბრუნე პირი), როგორც ყოველთვის, მომაცილებს მამის საფლავი, ჭიშკარიდან კი მოხუცების თვალების წყვილი... ღმერთო მიცოცხლე და მომავალ აღდგომას ალბათ, ალბათ დავრჩები უფრო დიდხანს, მორიგი ფიცით ვბრუნდები ქალაქს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი