ჩორთით


ჩორთით,
უბელო ცხენით,
გაუხედნავი როკვით,
მხოლოდ მთებისკენ,ზევით,
ნისლებს მოვიხვევთ ზურგზე...
ულაყს სიფიცხე სისხლში,
ახლა ძნელია ათვლა,
დაბადებიდან ჩემში,
მოვკალი შიშის განცდა.
ხეთქავს ძარღვებს და ჰეი,
გადავუარეთ ჭალებს,
ქშინავს დაღლილი ბედი,
ფრუტუნით ვუსტვენთ ქარებს.
ჩორთით,
უბელო შავნა,
ჩემი უნალო ცხენი,
მაღლა, მთებისკენ, მაღლა,
ღმერთამდე არც თუ შორი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი