მა, გახსოვს?
მა, გახსოვს? მითხარი კლდე ვარო, მთა ვარო, დაგჭირდე? დაგიცდი, სულ მუდამ მზადა ვარ გეწამლო, ოღონდაც ნურაფერს განიცდი ნურასდროს.... მერე კი წახვედი, დამტოვე პირობის ამარა, ბედია ასეთი თავხედი, ღმერთი კი ან არის, ან არა... მა, გახსოვს? ახლა მე გიყვები, რომ მდინარე ვარ და კალაპოტს დროდადრო საერთოდ ვცილდები, გავრბივარ, ვბრუნდები და ვნანობ... ბოლოს კი, საფლავთან ვიგონებ, რომ მთა ვარ შენსავით, არ მიჭირს... ჰო, ვცრუობ, ასე სხვებს ჰგონიათ, მოვედი, რადგანაც დამჭირდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი