მთას მინაწერი წერილი (მთის ხმაზე)
რა შორს დამირჩი სახლ–კარო, ბანო, დამზრალო ქარითა, წლებით ნადღვებო არაგვო, მთავ, დაფერილო ქარვითა. ავდარში ჟანგმორეულო ცელო, ნამზადო სათიბად, აჩნიხარ ჟამო წყეულო დახავსულ სიპებს ქათიბად. რა შორს დამირჩი შავნაო ცვარს ალესილი ნალითა, დედაის ჭრელო თავშალო, ცრემლში დამბალო მალვითა. ქალო, დილის სხივს სადარო, ქალო, სადარო არვისა, ვაითუ მეტად მადარდო გუმანი მოგდგამთ მაგისა, თუ გულმა ვეღარ გაგიძლოს, ეგება ვინმეც აგიჩნდა და შენი სუნთქვაც ტიალი სხვისა ღიმილად დამირჩა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი