Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_uf9c2lvo75vh6ef1421n79s11i, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე ვიყავი მაცდური შენი - ირმა ონაშვილი | პოეზია

მე ვიყავი მაცდური შენი


მე ვიყავი მაცდური შენი,
სანამ ბოლომდე შეგიცნობდი და გაგაცნობიერებდი..
შენც, თითქოს უნებურად,
მომენდე და ცდუნების ნებას ვნებით აჰყევი..
მე მზე დაგიგდე საკვებად და მთვარე მერწყულად..
ბილიკ-ბილიკ გატარებდი კოსმიურ სიღრმეებში..
იყავი მონა-მორჩილი ჩემი ჟინის
და გამოუკვებავი ჩემი მომჟავო სისხლით..
მე შენ გაცდუნე და შენც 
სიამოვნებით სცოდავდი ჩემთან ვნებიანო,
ჩემო დაუოკებელო ბებერო ჟინო..
ირმა ონაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი