სოფლის სახლი


პაპის დროინდელ ძველ "შიფანერკას"
რომ აქვს თვალები და აყურადებს,
მე აქ საწოლის გვერდით მაქვს ბინა
და ღამღამობით ჩუმად მადარდებს..
ვხედავ სინესტით გაცრეცილ კედლებს,
რომ ვერ აგიხდენს შენ ვერც ერთ სურვილს, 
საწოლის თავთან რომ კვლავ  ჰკიდია
ძველი ნოხი და აქვს შმორის სუნი.. 
ჰოდა, ამ  ნოხის გაქუცულ ძაფებს
ახსოვთ ცხოვრების ყველა განცდები,
ფლამინგო ღამით მიყვება ზღაპრებს, 
და სიმარტოვის აჩრდილებს ვცდები..
ღამე როდესაც იწყება წვიმა,
გულს მიწვრილებენ ჭერში წვეთები,
იმდენი რამე მითხრა ძველ სკივრმა,
რომ გადავწმინდე მას სქელი მტვერი.......
მე აქ საწოლის გვერდით მაქვს ბინა
და ღამღამობით ჩუმად მადარდებს,
ამ "შიფანერკას" რა ბედი ელის,
როცა ზამთარში ერთ დღეს დაწვავენ...

25 მაისი, 2020.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი