მე მიყვარს ჩემში იდუმალი დაავადება


მე მიყვარს ჩემში იდუმალი დაავადება
და ბაქტერია, მაცდურივით დამპყრობი ჩემი,
მე მიყვარს სიტკბო გველის შხამზე მწარე და მკვლელი,
იმუნიტეტზე უფრო ძლიერი და მომხვეჭველი.
მე მიყვარს ჩემში იდუმალი სიკვდილის თესლი
და ულმობელი ამ სიყვარულთან გათამაშება,
უზნეობისგან თავისუფალი უწესო წესით
მე მიყვარს ჩემში იდუმალი დაავადება..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი