ამინდის ღმერთებო


ამინდის ღმერთებო, 
მაცადეთ დასრულება,
სარკმელს უკანასკნელს ვაღებ..
სხივები მეპარება ჯიუტ განზრახვებით,
მოდი, ვითამაშოთ რამე..
წვიმა შერჩენია თუნუქის სახურავს,
სარეცხის თოკს მარყუჟებად ვაბნევ,
იქნებ, თუთის ხეზე თუთის ბოლო ტოტი
ჩუმად ჰყვარებიათ ვარდებს..
დედამიწა არის, მიწის შიდა მხარეს
თესლით აორსულებს ბაღებს,
შემოდგომის ტყეში ჩემი სიყვარული არის,
ხშირად რომ გიბინდავს ღამეს..
ამინდის ღმერთებო, მაცადეთ, ვსრულდები,
სარკმელს უკანასკნელს ვაღებ..
შენ მე დამიჭირე.. 
მე შენ დაგიჭერ, 
მოდი, ვითამაშოთ რამე..

21.10.20.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი