მე აღარ მახსოვს, როგორ დამტოვე..


*      *     *
მე აღარ მახსოვს, როდის დამტოვე პირველად მარტო.
ალბათ, მაშინ, როცა პირზე სიყვარული შემახმა და სახლში წავედი.
მერე, ქუჩები მომსდევდნენ გზადაგზა
და მეც ფეხშველა მივყვებოდი მტვრიან ნაკვალევს...
მე დავიხარჯე მაშინ, 
როცა სიცოცხლიდან ბოლომდე ამომწოვე და დავცარიელდი.
როცა სხეულის ორთქლი სხეულში სისხლის წვეთებად იქცა.
ან, იქნებ, მაშინ, როცა სხეულის ფუტურო კანი გამიუხეშდა...
მე დავილიე, შევმცირდი და დავპატარავდი,
შენი ფრჩხილის იოტადაც გარდავიქეცი.
მიკროსამყაროს უმცირესი ნაწილაკივით
მეც შევუერთდი მსოფლიო ქაოსს და... სახლში წავედი...
მე აღარ მახსოვს, როდის დამტოვე პირველად მარტო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი