Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_g0vie57ftsoecqnb71ulfcturr, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ფუტურო სხეულს - ირმა ონაშვილი | პოეზია

ფუტურო სხეულს


ფუტურო სხეულს შერჩება ხიბლი,
მსოფლიო აზრებს დაბინდავს გონი,
მამას მოიკლავს უძღები შვილი,
ნაზ მზესუმზირებს დასთვლის ვან გოგი,
მუზა შეარჩევს მუდმივ ადგილებს,
სივრცე ჩაგაცმევს სხვადაგვარ კაბებს
და პარსიფალი ფართოდ გაგიღებს
შენი სიკვდილის სასახლის კარებს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი