ალბატროსები
მაშინ, იმხანად, იქ ერთად გვქონდა ჩვენ ბინა და ზღვა. იმ დროს საოცარ ფერებსა თხზავდა ლურჯი ზამბახი. იყო სიცისფრე, სიცოცხლე, სივრცე უმანკოების. არ გვეშინოდა, – ჩვენ ერთად გვქონდა მაშინ იქ ბინა... ...თითქოსდა, ქარი, ახალსულდგმური ჩადგა ჩვენს შორის და მოითხოვა სიცოცხლე ჩვენი... გატაცებული უიმედობა დარჩა ბინაში, დარჩა ბინაში... და იქ, ჩვენს სახლთან, სადაც მაღლობდნენ კვიპაროსები, ან ფიქრისცვენა გვახალისებდა, ახლა იქ დარჩა მელანქოლია, და სიმარტოვე და სიბოროტე... იქ, ჩვენს ბინაში აღარ არიან ჩვენი სიცოცხლის დრო, სივრცეები. მხოლოდ ზეცად თუ აცისკროვნდება ჩვენი ნაფრთენი, ანდა, ხელახლა ზღვაღა თუ წაშლის ქვიშად ჩვენს ფერხთა ნაზ პალიმფსესტებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი