Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_0t3a0da94coasu8jlenre72u6j, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დღეს თოვლისფერი უფრო მუქია - ირმა ონაშვილი | პოეზია

დღეს თოვლისფერი უფრო მუქია


დღეს თოვლისფერი უფრო მუქია, -
ფანჯრიდან ზამთრის ამინდებს ვითვლი.
მოწყენილობაც ბანალურია,
ბლანტი კვამლივით ოთახში ფიქრიც.
აყრილ ასფალტს აქ თოვლის სისველე
აურევია ჩემს გულს სისხლივით,
ვენებში თითქოს ტალახი სჩქეფდეს
პულსის სიჩქარით და არითმიით.
მეზობლის ბავშვი თოვლიან სილას
თვალებში მაყრის და შიშით ყვირის, 
დღეს თოვლის მოსვლაც ჩემი ბრალია
და ულმობელი სიცივეც მშვიდი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი