დღეები მრუმე ...


დღეები მრუმე ერთმანეთს მოჰგავს..
ჩუმი სევდაა ეს შემოდგომა,
ვიცი, სულ მალე რომ რაღაც მოვა,
ტკივილზე დიდი ამ სულის გლოვად..
ვერხვებზე მაღლა იდგება ზეცა,
მაგრამ მე უფრო ვიქნები მიწის,
დავიმეგობრებ ხვალ, ალბათ, ზენარს
და ყველა წესს ვერ დავიცავ, ვიცი..
დღეები ნელა გადიან, ვღელავ,
თითქოს გრძელდება უმიზნო შიში..
შემოდგომაა და სულში ბნელა..
და ჩემი სუნთქვაც ამ ფიქრებს მიშლის..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი