ყველაზე კარგი, რაც კი რამ მქონდა ..
ყველაზე კარგი, რაც კი რამ მქონდა, უკვე დავკარგე, ძვირფასო, ჩემო, სიზიფესავით ლოდი ამქონდა ყველა მწვერვალზე.. და ძალა არ მეყო.. ყველაზე ძლიერ, რაც რამ მინდოდა, ეს სიყვარული შენნდამი იყო, ო, რაოდენი სივრცე მეგონა, ტრამალი, თვალწინ რომ გაშლილიყო. შენს გულისფეთქვად ვთვლიდი მინორებს, აორტა სისხლით დაწურულიყო.. ყველაზე კარგი, რაც კი რამ მქონდა, იყო და არა იყო, რაც იყო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი