სულაც არ მჭირდება..
სულაც არ მჭირდება მე ის სიყვარული, პერიოდულად რომ მახსენებენ და ვტირი, თითქოს ვაშლი იყოს მოპარული, მუდამ როცა ჩნდება ვიღაც მესამე პირი.. მზეზე არ შრებიან სველი ნაოჭები, სახეს ღარებად მიუყვებიან, ირიბს, ვნანობ, თუმცა, ვიცი, გაოცდები, ჩუმად მუდამ მსურდა, შენგან რომ მყოლოდა შვილი.. ვიცი, სიყვარული, შენგან ცვალებადი, თითქოს ფაზებია არათანაბარი, მწირი, გინდაც, ვაშლი იყოს მოპარული, მუდამ რატომ ჩნდება ვიღაც მესამე პირი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი