ჰაერს ეს რამდენი რამე გაბნეულა
ჰაერს ეს რამდენი რამე გაბნეულა, უმისამართოა ჩემი წერილები, თურმე, უამრავი დღენი გალეულან უკვე უშენობით და მე ვერ ვმშვიდდები.. სულში ფათურობენ უცხო ქალები და ქალის ხელებივით ეჭვი დაზაფრულა, გადი, გამეშორე, თავის ქალებია, დღეს რომ მესიზმრება ასე დაძაბულად.. ზეცად რამდენ სიტყვას ფერი არ ეცვლება, ღმერთის აზრებია რადგან პოეტური, უმისამართოა ჩემი წერილები სიკვდილს გაქცეული სული პორტრეტული.. არის გაბნეული ჰაერს უამრავი თავის მომწავლელი უცხო მოლეკულა.. ახლა საღამოა, თითქმის უმართავი და გზის გასაყარზე ბლები მოლეულან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი