ზოგჯერ იმდენი მონატრების..


ზოგჯერ, იმდენი მონატრების დაითვლი ფიქრებს,
რომ არ გეყოფა გაფიქრების არც ერთი წამი..
ხელებს გაუწვდი ადამიანს, გაყინულ თითებს,
მაგრამ, მიხვდები, რომ ტყუილია იმედიც ხვალის..
ზოგჯერ გეყოფა იმდენი გონი, რომ არ იღელვო
ყოველდღიური რუტინისა და ყოფის გამო, 
მიდიხარ გზაზე და ქუჩის მტვერი რომ არ იგემო,
მხარი, აზიდულ საყელოსთან მით უფრო გათბობს..
თითქოს ჭრილობის იარების ნაპრალებს ითმენ, 
ასე გგონია, რომ გადაირჩენ თავს ჩემგან წასვლით,
წახვალ და ძველი მონატრების დაითვლი ფიქრებს
და არ გეყოფა გაფიქრების არც ერთი წამი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი