მე წავედი ...


მე წავედი...
წყალმა წაიღოს ასი იგავი და ათას ერთი ღამის ამბავი...
მე წავედი იმისაგან, რაც ჩვენს შორის იყო და არ ყოფილა..
მე წავედი იმისათვის, რომ მდუმარებამ მეტი მოგიყვეს...
მე წავედი თვითნებურად,  რომ ეს წასვლა ახალი მისტერიების საწყისი გახდეს...
ჩემი წასვლით არაფერი შეიცვლება ერთი რამის გარდა, –
სულ ცოტა ხნით დაგწყდება გული და მერე, ისე შეეჩვევი უჩემობას, ვითომც არ ვყოფილვარ და ჩემი სახით მორიგი წიგნი გადაგიკითხავს...
მე წავედი და შენ სხვაგვარს მოძებნი კოსმიურ იმპულსებს...  უჩემობა გაგანთავისუფლებს კარმული მოვალეობებისაგან...
მე წავედი შენთვის, წავედი იმიტომ, რომ გახსოვდე...
წავედი, რომ გახსოვდეს ისიც, თუ რა ვიყავი და რა გავკეთე შენთვის...
მხოლოდ გახსოვდე... გახსოვდ.....გახს.... გა....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი