ასე გგონია, ქვეყნის ბოლოა..


ასე გგონია, ქვეყნის ბოლოა,
აქ დაბადება თითქოს არც ღირდა,
ყოველ ნაბიჯზე თითო ორმოა
და ჯოჯოხეთის ქარები ჰქრიან.
მზის მხურვალებით ბეჭები გეწვის,
თავის მოკვეთის წამს ეძებ ფიქრად.
მთელი ცხოვრება გადიხარ ჭიუხს,
ბილიკი თხემებს მიჰყვება სვირად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თითქოს სარკმელი გაგიჭახუნეს
და ღამის ბნელში შენ დარჩი გარეთ.
შიშის ხლართები გეხვევა მრუდე:
თუ გაგინათლდეს ერთი დღეც ხვალე.
ეგებ, ქვესკნელის მიწა გაგყინავს
დასაბამითგან მოსულ სიბრიყვეს.
თითქოს ქვეყანას ყავლი გასვლია
და დედამიწა ცრემლებსა ღვრიდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი