Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_4u6rtjcn2cnil22d9len3tphj9, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
თითქოს რაღაცას დაეძებ შენით.. - ირმა ონაშვილი | პოეზია

თითქოს რაღაცას დაეძებ შენით..


თითქოს რაღაცას დაეძებ შენით,
სხვა რამე იყო, თითქოს სხვა სუნთქვა...
რკინის რელსებზე მატარებლები მიახავებდნენ ბინდის ვაგონებს
და შორეული სიცოცხლის ირგვლივ იყო შეხუთვა...
ავადმყოფობა დარეოდათ აქ ადამიანებს,
შავ ჭირებს უფრო-ღა წააგავდნენ
                            ლამაზმანები..
ცხოვრების ხარხარს მზის დაბნელება შეაგვიანებს
და მიტოვებულ სამშობლოს საზღვრებს დაენანები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი